კლასგარეშე მუშაობა ხელს უწყობს პიროვნების განვითარებასა და ფორმირებას. სწორად ორგანიზებული კლასგარეშე მუშაობა შეიძლება გავხადოთ სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საუკეთესო წყაროდ, რადგან იქმნება ისეთი პირობები, რომლის დროსაც უკეთ შეიძლება დავინახოთ მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებები, შინაგანი სამყარო. კლასში მორიდებული ან ანცი მოსწავლე სულ სხვა პიროვნებად გვევლინება და, აქედან გამომდინარე, მასწავლებელი ვალდებულია განსაკუთრებული როლი მიაკუთვნოს მათ ჩატარებას.
ექსკურსიები თავისი ამოცანებით და მონაწილეებზე ზემოქმედებით წარმოადგენს პედაგოგიურ პროცესს. როგორც ყველა პედაგოგიურ პროცესში, ექსკურსიაშიც მონაწილეობს ორი მხარე: მასწავლებელი, რომელიც ასწავლის და ექსკურსანტები, რომლებიც სწავლობენ. ამ ორი მხარის ურთიერთქმედება არის პედაგოგიური პროცესის საფუძველი.
მაშასადამე, მასწავლებელი განახორციელებს ორ პედაგოგიურ ამოცანას: დიდაქტიკურს - ექსკურსანტების შეიარაღება ცოდნით და აღმზრდელობითს - მსოფლმხედველობის და ქცევის ნორმების ჩამოყალიბება.
2014 წლის 31 მაისს სასწავლო ექსკურსია საქართველოს
მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური (თბილისი) ბოტანიკური ბაღის ქალაქ ქუთაისის დენდროპარკში დაიგეგმა
ჩემი და მოსწავლეების აქტიური თანამშრომლობით. ყველა აქტივობას, რომლებიც შევიმუშავეთ,
სჭირდებოდა წინასწარ მომზადება. მოსწავლეებს ავუხსენი, თუ სად იქნებოდა ექსკურსია,
რა მიზანს ემსახურებოდა და რა აქტივობების
შესრულება იქნებოდა აუცილებელი, რა შედეგებს
მივაღწევდით. ასევე გავაფრთხილე იმ ნივთებისა და მასალების შესახებ, რომლებიც მათ შესაძლოა
დასჭირვებოდათ ექსკურსიაზე, ექსკურსიის წინ ან შემდეგ. საექსკურსიო აქტივობები ითვალისწინებდა
საგნების ინტეგრირებას-ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება.
ამგვარი ინტეგრირების ღირსება ის არის, რომ ობიექტის
შესწავლა ხდება მრავალმხრივი პერსპექტივით და შეძენილი ცოდნა უფრო კომპლექსურია. გარდა
ამისა, ასეთი გასვლები ხელს უწყობს მჭიდრო თანამშრომლობას და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია,
პასუხიმგებლობის გადანაწილებას. მოსწავლეებს განუვითარდათ დაგეგმვისა და ნასწავლი ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენების უნარები. დაგეგმვის პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა ზრდის მათ
მოტივაციასა და თვითრწმენას.
მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს ექსკურსიის განრიგი, რაც
დროითი გეგმის შედგენის უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს.
აღნიშნულმა სასწავლო ექსკურსიამ მოსწავლეებს მისცა ცოდნა
ბუნებაზე, საზოგადოებაზე, ბუნებრივ მოვლენებზე... რეკომენდაციებმა, ურთიერთთანამშრომლობამ,
შენიშვნებმა დიდი აღმზრდელობითი გავლენა მოახდინა ექსკურსანტებზე. შესასწავლმა მასალამ
ბავშვებს გაუმდიდრა ცნობიერება, მოხდა მსოფლმხედველობის ფორმირება. თვალსაჩინოების
პრინციპის საშუალებით მოსწავლეებმა გაიცნეს საგანი, დააკვირდნენ მოვლენას და მიღებული
ცოდნა დაუკავშირეს ცხოვრებისეულ პრაქტიკას. ისინი არაფორმალურ გარემოში მისდევდნენ
მასწავლებლის ინსტრუქციებს, გამოიჩინეს მეტი პასუხისმგებლობა და დაიცვეს უსაფრთხოების
ზომები.
საექსკურსიო მასალა ისე იყო შერჩეული და გამოყენებული,
რომ მოსწავლეებში განავითარა შემეცნებითი შესაძლებლობები, მორალური ღირსებები.ისინი
აღიჭურვენ პრაქტიკული ჩვევებით ობიექტზე დამოუკიდებელი დაკვირვებისათვის. ამ ექსკურსიამ
ხელი შეუწყო მოსწავლეთა გააქტიურებას. შევეცადე, მათთვის ჩამენერგა განსაზღვრული
,,საექსკურსიო წიგნიერება“.
მოსწავლეებმა დააკვირდნენ და შეისწავლეს გარემო, ჩამოაყალიბეს
საკუთარი მოსაზრებები და გამართეს დისკუსია მათ მიერ გამოვლენილ საკითხებზე.
კლასში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეებმა დაწერეს კვლევის
მოკლე შემაჯამებელი ანგარიში და შეაფასეს თანაკლასელების დავალებები.
კლასგარეშე განათლება, რომელსაც მოსწავლე
არაფორმალურ გარემოში იღებს, ისევე მნიშვნელოვანია მისი სოციალური და კვლევითი
უნარების განვითარებისთვის, როგორც კლასში გამოყენებული სპეციალური მეთოდები. უფრო
მეტიც - ამ დროს მოსწავლეები გართობისა და დასვენების დროს გაუცნობიერებლად იძენენ
ახალ ცოდნას, განივითარებენ უნარ-ჩვევებს, გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორ
დამოკიდებულებას.
02.06.2014
ნინო
გამყრელიძე
ექსკურსიის ,,სტუმრად დინოზავრების სამყაროში" შეფასება
კლასგარეშე მუშაობა ხელს უწყობს პიროვნების განვითარებასა და ფორმირებას. სწორად ორგანიზებული კლასგარეშე მუშაობა შეიძლება გავხადოთ სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საუკეთესო წყაროდ, რადგან იქმნება ისეთი პირობები, რომლის დროსაც უკეთ შეიძლება დავინახოთ მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებები, შინაგანი სამყარო. კლასში მორიდებული ან ანცი მოსწავლე სულ სხვა პიროვნებად გვევლინება და, აქედან გამომდინარე, მასწავლებელი ვალდებულია განსაკუთრებული როლი მიაკუთვნოს მათ ჩატარებას.
ექსკურსიები თავისი ამოცანებით და მონაწილეებზე ზემოქმედებით წარმოადგენს პედაგოგიურ პროცესს. როგორც ყველა პედაგოგიურ პროცესში, ექსკურსიაშიც მონაწილეობს ორი მხარე: მასწავლებელი, რომელიც ასწავლის და ექსკურსანტები, რომლებიც სწავლობენ. ამ ორი მხარის ურთიერთქმედება არის პედაგოგიური პროცესის საფუძველი.
მაშასადამე, მასწავლებელი განახორციელებს ორ პედაგოგიურ ამოცანას: დიდაქტიკურს - ექსკურსანტების შეიარაღება ცოდნით და აღმზრდელობითს - მსოფლმხედველობის და ქცევის ნორმების ჩამოყალიბება.
2014 წლის 12 ოქტომბერს სასწავლო ექსკურსია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალში
დაიგეგმა ჩემი და მოსწავლეების აქტიური თანამშრომლობით. ყველა აქტივობას, რომლებიც
შევიმუშავეთ, სჭირდებოდა წინასწარ მომზადება. მოსწავლეებს ავუხსენი, თუ სად იქნებოდა
ექსკურსია, რა მიზანს ემსახურებოდა და რა აქტივობების
შესრულება იქნებოდა აუცილებელი, რა შედეგებს
მივაღწევდით. ასევე გავაფრთხილე იმ ნივთებისა და მასალების შესახებ, რომლებიც მათ შესაძლოა
დასჭირვებოდათ ექსკურსიაზე, ექსკურსიის წინ ან შემდეგ. საექსკურსიო აქტივობები ითვალისწინებდა
საგნების ინტეგრირებას-ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება.
ამგვარი ინტეგრირების ღირსება ის არის, რომ ობიექტის
შესწავლა ხდება მრავალმხრივი პერსპექტივით და შეძენილი ცოდნა უფრო კომპლექსურია. გარდა
ამისა, ასეთი გასვლები ხელს უწყობს მჭიდრო თანამშრომლობას და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია,
პასუხიმგებლობის გადანაწილებას. მოსწავლეებს განუვითარდათ დაგეგმვისა და ნასწავლი ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენების უნარები. დაგეგმვის პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა ზრდის მათ
მოტივაციასა და თვითრწმენას.
მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს ექსკურსიის განრიგი, რაც
დროითი გეგმის შედგენის უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს.
აღნიშნულმა სასწავლო ექსკურსიამ მოსწავლეებს მისცა ცოდნა
ბუნებაზე, საზოგადოებაზე, ბუნებრივ მოვლენებზე... რეკომენდაციებმა, ურთიერთთანამშრომლობამ,
შენიშვნებმა დიდი აღმზრდელობითი გავლენა მოახდინა ექსკურსანტებზე. შესასწავლმა მასალამ
ბავშვებს გაუმდიდრა ცნობიერება, მოხდა მსოფლმხედველობის ფორმირება. თვალსაჩინოების
პრინციპის საშუალებით მოსწავლეებმა გაიცნეს საგანი, დააკვირდნენ მოვლენას და მიღებული
ცოდნა დაუკავშირეს ცხოვრებისეულ პრაქტიკას. ისინი არაფორმალურ გარემოში მისდევდნენ
მასწავლებლის ინსტრუქციებს, გამოიჩინეს მეტი პასუხისმგებლობა და დაიცვეს უსაფრთხოების
ზომები.
საექსკურსიო მასალა ისე იყო შერჩეული და გამოყენებული,
რომ მოსწავლეებში განავითარა შემეცნებითი შესაძლებლობები, მორალური ღირსებები.ისინი
აღიჭურვენ პრაქტიკული ჩვევებით ობიექტზე დამოუკიდებელი დაკვირვებისათვის. ამ ექსკურსიამ
ხელი შეუწყო მოსწავლეთა გააქტიურებას. შევეცადე, მათთვის ჩამენერგა განსაზღვრული
,,საექსკურსიო წიგნიერება“.
მოსწავლეებმა დააკვირდნენ და შეისწავლეს გარემო, ჩამოაყალიბეს
საკუთარი მოსაზრებები და გამართეს დისკუსია მათ მიერ გამოვლენილ საკითხებზე.
კლასში დაბრუნების შემდეგ მოსწავლეებმა დაწერეს კვლევის
მოკლე შემაჯამებელი ანგარიში და შეაფასეს თანაკლასელების დავალებები.
კლასგარეშე განათლება, რომელსაც მოსწავლე
არაფორმალურ გარემოში იღებს, ისევე მნიშვნელოვანია მისი სოციალური და კვლევითი
უნარების განვითარებისთვის, როგორც კლასში გამოყენებული სპეციალური მეთოდები. უფრო
მეტიც - ამ დროს მოსწავლეები გართობისა და დასვენების დროს გაუცნობიერებლად იძენენ
ახალ ცოდნას, განივითარებენ უნარ-ჩვევებს, გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორ
დამოკიდებულებას.
16.10.2014
ნინო
გამყრელიძე
No comments:
Post a Comment