სასწავლო ექსკურსიების გეგმები

ექსკურსიის სახელწოდება
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური (თბილისი) ბოტანიკური ბაღის ქალაქ ქუთაისის დენდროპარკის ეგზოტიკური მცენარეების გაცნობა/შესწავლა.
ექსკურსიის ჩატარების ადგილი და დრო
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური (თბილისი) ბოტანიკური ბაღის ქალაქ ქუთაისის დენდროპარკი        31.05.2014
ექსკურსიის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
მოსწავლეები გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების უნარ-ჩვევებს და მოახდენენ ცალკეულ საგნებში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
ექსკურსიის  აქტუალობა
ნებისმიერი ექსკურსია აძლევს ადამიანს ახალ ცოდნას ბუნებაზე, საზოგადოებაზე, ისტორიულ მოვლენებზე, ე.ი. წარმოადგენს სწავლის პროცესის ნაწილს. ურთიერთობა მასწავლებელთან, მისი რეკომენდაციები, შენიშვნები ახდენენ აღმზრდელობით ზეგავლენას მოსწავლეებზე. თვით შესასწავლი მასალა ზნეობრივად და ესთეტიკურად მოქმედებს ბავშვების ცნობიერებაზე. აქედან გამომდინარე, ექსკურსია ხდება პედაგოგიური პროცესის ნაწილი, რომელიც იღებს თავის თავზე ადამიანის განათლებისა და აღზრდის ფუნქციებს, მისი მსოფლმხედველობის ფორმირებას.
ექსკურსიის მიზნები
ხელი შეუწყოს გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების გამომუშავებას; ამა თუ იმ საკითხისადმი ინტერესის გაღვივებას; მოტივაციის ამაღლებას; საგანთა შორის ინტეგრაციას; გარემოზე დაკვირვების, ჯგუფური მუშაობის, სოციალური, კვლევითი   და თვითმართვის, დაგეგმვის  უნარების განვითარებას; ცალკეულ საგანში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას; ინფორმაციის შეგროვებას;  ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას; მსოფლმხედველობისა და ქცევის ნორმების ჩამოყალიბებას; ,,საექსკურსიო წიგნიერების“ ჩამოყალიბება/განვითარებას.
მონაწილეთა ასაკი

6-7 წელი
მოსალოდნელი  შედეგები 
მოსწავლემ   შეძლო გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების გამომუშავება; ამა თუ იმ საკითხისადმი ინტერესის გაღვივება; მოტივაციის ამაღლება; საგანთა შორის ინტეგრაცია; გარემოზე დაკვირვების, ჯგუფური მუშაობის, სოციალური, კვლევითი   და თვითმართვის, დაგეგმვის  უნარების განვითარება; ცალკეულ საგანში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; ინფორმაციის შეგროვება;  ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება; მსოფლმხედველობისა და ქცევის ნორმების ჩამოყალიბება; ,,საექსკურსიო წიგნიერების“ ჩამოყალიბება/განვითარება.
 საჭირო ძირითადი რესურსები
ბუკები, საპრეზენტაციო მასალები, ფოტოაპარატი, საკვები, წყალი, ერთჯერადი ჭურჭელი.
ექსკურსიის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)

სასწავლო-შემეცნებით ვიზიტამდე
აქტივობა 1
მოსწავლეები გასვლამდე რუკაზე შეისწავლიან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური (თბილისი) ბოტანიკური ბაღის ქალაქ ქუთაისის დენდროპარკის ადგილს და დაადგენენ რელიეფს.
აქტივობა 2
მოსწავლეები ინტერნეტიდან მოიძიებენ ინფორმაციას   საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური (თბილისი) ბოტანიკური ბაღის ქალაქ ქუთაისის დენდროპარკის შესახებ. გაინაწილებენ დავალებებს.
პირველი ჯგუფი იმუშავებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური (თბილისი) ბოტანიკური ბაღის ქალაქ ქუთაისის დენდროპარკის ისტორიულ ცნობებზე (იხილეთ პრეზენტაცია).
მეორე ჯგუფი-საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური (თბილისი) ბოტანიკური ბაღის ქალაქ ქუთაისის დენდროპარკის ეგზოტიკურ მცენარეებზე (იხილეთ პრეზენტაცია).
 მესამე ჯგუფი-საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური (თბილისი) ბოტანიკური ბაღის ქალაქ ქუთაისის დენდროპარკის კლიმატზე (იხილეთ პრეზენტაცია).
მეოთხე  ჯგუფი-ფოტომასალის მოპოვებაზე (იხილეთ პრეზენტაცია).
ისინი ბუკის საშუალებით გაუზიარებენ ინფორმაციებს ერთმანეთს და თითოეული ჯგუფი განკუთვნილ დროს გააკეთებს საინტერესო პრეზენტაციას.
აქტივობა 3
მოსწავლეებს გავაფრთხილებ იმ აუცილებელი მასალების შესახებ, რომლებიც დასჭირდებათ ექსკურსიაზე, ექსკურსიის წინ ან ექსკურსიის შემდეგ. განსაზღვრავენ აუცილებელი ნივთების ნუსხას.
აქტივობა 4
მოსწავლეებმა უფროსების დახმარებით შეძლებენ მიმართულებისა და საწვავის ხარჯების დადგენას.
აქტივობა 5
მოსწავლეებმა უნდა ჩამოაყალიბონ ექსკურსიის განრიგი, რომელიც დროითი გეგმის შედგენის უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის დროს
აქტივობა 6
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური (თბილისი) ბოტანიკური ბაღის ქალაქ ქუთაისის დენდროპარკში ვიზიტი
აქტივობა 7
მოსწავლეებს მივცემ დავალებს, რომელიც მოითხოვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური (თბილისი) ბოტანიკური ბაღის ქალაქ ქუთაისის დენდროპარკის ეკოსისტემის რამდენიმე ხილული პარამეტრის გამოკვლევას და კანონზომიერების დადგენას.

სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის შემდეგ
აქტივობა 8
სკოლაში დაბრუნებული მოსწავლეები დაწერენ კვლევის მოკლე შემაჯამებელ ანგარიშს და შეაფასებენ თანაკლასელების ნამუშევრებს
აქტივობა 9
სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ შედეგებს-რა ნახეს ან მოისმინეს, რამდენად გასაგები და საინტერესო იყო ინფორმაცია. დავგეგმავთ მომდევნო ვიზიტებსაც.

ექსკურსიის ხელმძღვანელი
ნინო გამყრელიძე განათლების (პედაგოგიკის) მეცნიერებათა დოქტორი
ელ. ფოსტა

ninogamkrelidze@gmail.com






სასწავლო ექსკურსიის გეგმა


ექსკურსიის სახელწოდება
,,დინოზავრების სამყაროში
ექსკურსიის ჩატარების ადგილი და დრო
სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი 12.10.2014
ექსკურსიის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
მოსწავლეები გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების უნარ-ჩვევებს და მოახდენენ ცალკეულ საგნებში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
ექსკურსიის  აქტუალობა
ნებისმიერი ექსკურსია აძლევს ადამიანს ახალ ცოდნას ბუნებაზე, საზოგადოებაზე, ისტორიულ მოვლენებზე, ე.ი. წარმოადგენს სწავლის პროცესის ნაწილს. მოსწავლეები გადააბიჯებენ ათასწლეულებს, დაივიწყებენ ცივილიზაციას და დაბრუნდებიან პრეისტორიულ ხანაში, სადაც საოცრებები ელოდებათ. ურთიერთობა მასწავლებელთან, მისი რეკომენდაციები, შენიშვნები ახდენენ აღმზრდელობით ზეგავლენას მოსწავლეებზე. თვით შესასწავლი მასალა ზნეობრივად და ესთეტიკურად მოქმედებს ბავშვების ცნობიერებაზე. აქედან გამომდინარე, ექსკურსია ხდება პედაგოგიური პროცესის ნაწილი, რომელიც იღებს თავის თავზე ადამიანის განათლებისა და აღზრდის ფუნქციებს, მისი მსოფლმხედველობის ფორმირებას.
ექსკურსიის მიზნები
ხელი შეუწყოს გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების გამომუშავებას; ამა თუ იმ საკითხისადმი ინტერესის გაღვივებას; მოტივაციის ამაღლებას; საგანთა შორის ინტეგრაციას; გარემოზე დაკვირვების, ჯგუფური მუშაობის, სოციალური, კვლევითი   და თვითმართვის, დაგეგმვის  უნარების განვითარებას; ცალკეულ საგანში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას; ინფორმაციის შეგროვებას;  ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას; მსოფლმხედველობისა და ქცევის ნორმების ჩამოყალიბებას; ,,საექსკურსიო წიგნიერების“ ჩამოყალიბება/განვითარებას.
მონაწილეთა ასაკი

6-7 წელი
მოსალოდნელი  შედეგები 
მოსწავლემ   შეძლო გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების გამომუშავება; ამა თუ იმ საკითხისადმი ინტერესის გაღვივება; მოტივაციის ამაღლება; საგანთა შორის ინტეგრაცია; გარემოზე დაკვირვების, ჯგუფური მუშაობის, სოციალური, კვლევითი   და თვითმართვის, დაგეგმვის  უნარების განვითარება; ცალკეულ საგანში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; ინფორმაციის შეგროვება;  ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება; მსოფლმხედველობისა და ქცევის ნორმების ჩამოყალიბება; ,,საექსკურსიო წიგნიერების“ ჩამოყალიბება/განვითარება.
 საჭირო ძირითადი რესურსები
ბუკები, ინტერნეტ კავშირი, პრინტერი, საპრეზენტაციო მასალები, ფოტოაპარატი, საკვები, წყალი, ერთჯერადი ჭურჭელი.
ექსკურსიის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)

სასწავლო-შემეცნებით ვიზიტამდე
აქტივობა 1
მოსწავლეები გასვლამდე რუკაზე შეისწავლიან სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ადგილს და დაადგენენ რელიეფს.
აქტივობა 2
მოსწავლეები ინტერნეტიდან მოიძიებენ ინფორმაციებს   სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის შესახებ. გაინაწილებენ დავალებებს.
პირველი ჯგუფი იმუშავებს-,,კარსტული მღვიმეები დასავლეთ საქართველოში“
(იხილეთ პრეზენტაციები  ვიდეო 1. )
მეორე ჯგუფი-,,სათაფლიის მღვიმე“ 
 (იხილეთ პრეზენტაციები  ვიდეო1.  ვიდეო 2.)
მესამე ჯგუფი-,,დინოზავრები“   
(იხილეთ პრეზენტაციები  ვიდეო 1.  ვიდეო 2.  ვიდეო 3.)
მეოთხე  ჯგუფი მოიპოვებს უნიკალურ ფოტომასალაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ისინი ბუკების საშუალებით ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციებს და თითოეული ჯგუფი განკუთვნილ დროს გააკეთებს საინტერესო პრეზენტაციას.
აქტივობა 3
მოსწავლეებს გავაფრთხილებ იმ აუცილებელი მასალების შესახებ, რომლებიც დასჭირდებათ ექსკურსიაზე, ექსკურსიის წინ ან ექსკურსიის შემდეგ. განსაზღვრავენ აუცილებელი ნივთების ნუსხას.
აქტივობა 4
მოსწავლეებმა უფროსების დახმარებით შეძლებენ მიმართულებისა და საწვავის ხარჯების დადგენას.
აქტივობა 5
მოსწავლეებმა უნდა ჩამოაყალიბონ ექსკურსიის განრიგი, რომელიც დროითი გეგმის შედგენის უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის დროს
აქტივობა 6
სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალში ვიზიტი
აქტივობა 7
მოსწავლეებს მივცემ დავალებებს, რომელიც მოითხოვს სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ეკოსისტემის რამდენიმე ხილული პარამეტრის გამოკვლევას და კანონზომიერების დადგენას.

სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის შემდეგ
აქტივობა 8
სკოლაში დაბრუნებული მოსწავლეები დაწერენ კვლევის მოკლე შემაჯამებელ ანგარიშს და შეაფასებენ თანაკლასელების ნამუშევრებს.
აქტივობა 9
სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ შედეგებს-რა ნახეს ან მოისმინეს, რამდენად გასაგები და საინტერესო იყო ინფორმაცია. დავგეგმავთ მომდევნო ვიზიტებსაც.

ექსკურსიის ხელმძღვანელი
ნინო გამყრელიძე განათლების (პედაგოგიკის) მეცნიერებათა დოქტორი
ელ. ფოსტა

ninogamkrelidze@gmail.com




No comments:

Post a Comment