Friday, 20 December 2013

მოსწავლის ჰარმონიული განვითარება


აღზრდა, ზოგადი გაგებით, არის ჰარმონიულად განვითარებული, განათლებული, მორალურად სრულყოფილი პიროვნების  ჩამოყალიბების, ფორმირების რთული სოციალური, მიზანმიმართული და ორგანიზებული პროცესი მასწავლებლის  ხელმძღვანელობით. აღზრდის  ჩვენ მიერ წარმოდგენილი განსაზღვრება  ძირითადად  შეიცავს იმ მთავარ  ნიშნებს,  რომლებიც აღზრდის  ცნებისათვის არსებითია და თვით  აღზრდის ხასიათსა და მიმართულებას გამოხატავს.
აღზრდა ვიწრო გაგებით  გულისხმობს ბავშვსა და მoზარდში  პიროვნების იეთი თვისებების  ჩამოყალიბების ერთიან პროცესს , როგორიცაა სოფლმხედველობა , ზნეობა, შრომისმოყვარეობა, სამშობლოსა და ერის სიყვარული, სინდისი, პატიოსნება და სხვა. ჰარმონიული აღზრდა  ძირითადად მოიცავს ხუთ შემადგენელ ნაწილს- გონებრივს, ზნეობრივს, ესთეტიკურს, ფიზიკურსა და შრომითს. აღზრდის თითოეული შემადგენელი ნაწილი ემსახურება არა მხოლოდ ადამიანის რომელიმე სპეციფიკური მხარის, არამედ მთლიანი პიროვნების ჩამოყალიბებას, მის  შესაძლებლობათა მრავალმხრივ  განვითარებას, შეგნებული და აქტიური მოქალაქის მომზადებას.
სკოლები უნდა ემსახურებოდეს მოზარდის ჰარმონიულ განვითარებას და განახორციელოს ისეთი აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ყოველმხრივ განვითარებული ადამიანის  აღზრდას.
ესთეტიკური  აღზრდა  ადამიანის  ჰარმონიული განვითარების ნაწილია. იგი გულისხმობს მოზარდში მშვენიერების, სილამაზის  აღქმის, გაგებისა და განცდის უნარის გამომუშავებას, მხატვრული  გემოვნების  განვითარებას. ესთეტიკური  აღზრდის მიზანია  ადამიანში მშვენიერების განცდის აღზრდა, რაც პირველყოვლისა, გულისხმობს პიროვნების აღზრდას, რომელსაც უნდა გააჩნდეს არა მხოლოდ მშვენიერების შერჩევისა და მისით ტკბობის, არამედ მშვენიერების შექმნის უნარი.
გარდა სწავლების პროცესისა, მოსწავლეთა  ესთეტიკური აღზრდის მნიშვნელოვანი გზაა კლასგარეშე საქმიანობა. მას ემსახურება მასობრივი ღონისძიებები: მაღალმხატვრული საბავშვო ნაწარმოებების გამომეტყველებით კითხვა  მოსწავლეთათვის, ერთობლივი გასეირნება  ბუნებაში, მონაწილეობა  დღესასწაულების მომზადებასა და ჩატარებაში, სამხატვრო გამოფენის  დათვალიერება, მკითხველთა კონფერენციები, მაღალმხატვრული სპექტაკლებისა და  ფილმების ჩვენება,რასაც მათი განხილვა მოსდევს თან და სხვა. ეს აქტივობები  უკეთ ემსახურებიან ესთეტიკურ აღზრდას, როცა სათანადოდ  აქცენტირებულია მათი ლამაზი არსი, როცა აღმზრდელი მაქსიმალურად  ცდილობს აგრძნობინოს და გააცნობიერებინოს იგი მოსწავლეს.
მასწავლებლებმა  ხელი უნდა  შევუწყოთ მოსწავლეთა  მორალურ განვითარებას. ამისათვის მათ უნდა ავუხსნათ და დავუსაბუთოთ, თუ რატომ  არის ზოგიერთი საქციელი მიუღებელი. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს  პასუხისმგებლობა დავაკისროთ  არაზნეობრივ და  ანტისოციალურ საქციელზე. იმისათვის, რომ ბავშვის მორალურ განვითარებას ხელი შევუწყოთ, აუცილებელია, გამოვიყენოთ ინდუქცია, ავუხსნათ და დავანახოთ  სხვა ადამიანის შეხედულება,  განზრახვა და მოტივი.  დავეხმაროთ მოსწავლეებს, სიტუაციებს  სხვადასხვა ადამიანის  პოზიციებიდან შეხედონ.  წავახალისოთ ისინი, რომ ერთმანეთის მიმართ  თანაგრძნობა და მეგობრული დამოკიდებულება გამოიჩინონ. მივცეთ მოსწავლეებს მორალური საქციელის ბევრი მაგალითი.  ჩავრთოთ მორალური საკითხები და დილემები საკლასო დისკუსიებში. გავამხნევოთ ბავშვები, ახსნან  და დაასაბუთონ თავიანთი მორალური შეხედულებები.  მნიშვნელოვანია, საკლასო ოთახში სანდო და უსაფრთხო გარემოს შექმნა, რათა მოსწავლეებმა  თავიანთი მოსაზრებების გამოხატვა გაკიცხვისა და შერცხვენის შიშის  გარეშე შეძლონ. მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს, დაინახონ დილემის ყველა  ასპექტი.
აქტიურად  ჩავრთოთ მოსწავლეები ისეთ  პროექტებში, რომლებიც საზოგადოებისადმი სამსახურს მოითხოვს. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და მათ  საზოგადოებრივ სამსახურში ჩართვას. მოსწავლეები, რომლებიც  აქტიურად არიან  ჩართულნი მსგავს  საქმიანობებში უფრო ექსტრავენტულები და თავდაჯერებულები არიან.
სწორედ ამ მიზანს  ემსახურება ის  აქტივობები, რომლებსაც მე ვახორციელებ. ხშირად ჩემი პატარები მიმყავს სპექტაკლებისა და ფილმების სანახავად, რასაც შემდეგ გაკვეთილზე მოსდევს თითოეული ნახული ფილმისა თუ  წარმოდგენის განხილვა და ანალიზი.
2013 წლის 11 ოქტომბერს მოსწავლეები წავიყვანე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. მათ ნახეს ია იაშვილისა და ლილი ნუცუბიძის სპექტაკლი ,,ძილისგუდა”. ბავშვები ემოციებს ვერ ფარავდნენ. მათ ძალიან მოეწონათ წარმოდგენა.













2013 წლის 8 ნოემბერს მოსწავლეები წავიყვანე კინოში რელიგიური ფილმის  სანახავად. მათ ძალიან მოეწონათ ფილმი. სკოლაში დაბრუნებულებმა შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს (იხილეთ ვიდეო).







2013 წლის 12 დეკემბერს ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის სპორტის დარბაზში  შპს კულტურისა და ხელოვნების ცენტრ-სერვისმა ,,მარგალიტი” დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის გამართა წარმოდგენა საცირკო-საესტრადო პროგრამით ,,ცირკი, ცირკი, ცირკი”. ბავშვებს ძალიან მოეწონათ მათ მიერ წარმოდგენილი პროგრამა და ემოციებს ვეღარ ფარავდნენ.




















2014 წლის 15 აპრილს ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის II ა კლასის მოსწავლეები წავიყვანე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. მათ ნახეს მუსიკალური ზღაპარი ,,ოქროს წიწილა". პატარების აღფრთოვანებასა და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ისინი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სკოლაში და საკუთარ დამოკიდებულებებს, შეხედულებებსა და შეფასებებს ერთმანეთს უზიარებდნენ.











2014 წლის 16 დეკემბერს ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის III ა კლასის მოსწავლეები წავიყვანე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. მათ ნახეს მუსიკალური ზღაპარი ,,მოგზაურობა ყვავილეთში", რომელიც შექმნილია ხ. პაუკშისა და ი. იურკანსის ნაწარმოებების მიხედვით.
პატარების აღფრთოვანებასა და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ისინი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სკოლაში და საკუთარ დამოკიდებულებებს, შეხედულებებსა და შეფასებებს ერთმანეთს უზიარებდნენ.